ჰონდა თბილისი

2013 წლიდან არის იაპონური ბრენდის, HONDA MOTOR CO., Ltd-ის ოფიციალური დილერი საქართველოში. შპს „სენა მოტორსი“, რომელსაც ავტოინდუსტრიაში საქმიანობის 10-წლიანი გამოცდილება გააჩნია, მომხმარებელს სთავაზობს ჰონდას სედანისა და კროსოვერის კლასის ავტომობილებს 5-წლიანი გარანტიით, ჰონდას სერტიფიცირებულ სერვის ცენტრს, ორიგინალ სათადარიგო ნაწილებს , აქსესუარებს, ზეთებსა და ლუბრიკანტებს.

ENOC- პრემიუმ ხარისხის ზეთები და ლუბრიკანტები

ნაციონალური ნავთობკომპანია ENOC-ი დუბაის მთავრობამ 1993 წელს დააარსა. კომპანია აწარმოებს პრემიუმ ხარისხის საავიაციო, სამრეწველო  და საავტომობილო ზეთებსა და საპოხ სითხეებს, რომლებიც რეკომენდებული და სერტიფიცირებულია ჰონდას მარკის ავტომობილებისთვის. გამოირჩევა  მაღალტექნოლოგიური ხარისხით და გამოცდილია ექსპლუატაციაში.  „სენა ავტო ჯგუფი“ 2010 წლიდან  ENOC-ის ექსკლუზიური პარტნიორია საქართველოში.

JAC Motors – სამგზავრო და სატვირთო ავტომობილები

საერთაშორისო ბრენდი JAC Motors-ი, რომელსაც 50-წლიანი ისტორია გააჩნია, 130-ზე მეტ ქვეყანაშია წარმოდგენილი. კავკასიის რეგიონში JAC Motors-ის ოფიციალური დისტრიბუტორი 2015 წლიდან „სენა ავტო ჯგუფია“, რომელიც მომხმარებელს  სთავაზობს სამგზავრო და სატვირთო ავტომობილების სრულ სამოდელო ხაზს: სედანი, ქროსოვერი, პიკაპი, მინივენი,  სატვირთო, თვითმცელელი, ბეტონმრევი, სპეცტექნიკა, მიკროავტობუსი და ავტობუსი. გარანტია − 3 წელი. ასევე მომხმარებელს სთავაზობს მაღალტექნოლოგიურ, მეექვსე თაობის ელექტროავტომობილებს, მომსახურებითა და გარანტიით. „სენა ავტო ჯგუფი“ უზრუნველყოფს სრული სამოდელო ხაზის საგარანტიო მომსახურებასა და ნაწილებს.

POLARIS- კვადროციკლები და თოვლმავლები

#1 ბრენდი ამერიკაში სპეციალიზებულია კვადროციკლების, თოვლმავლებისა და ელექტრომობილების წარმოებაში. POLARIS- საქართველოში 2009 წლიდან საქმიანობს. მისი ექსკლუზიური პარტნიორი „სენა ავტო ჯგუფია“, რომელიც უზრუნველყოფს სრულ მომსახურებასა და საგარანტიო პირობებს, ორიგინალ ნაწილებს, ზეთებსა და ლუბრიკანტებს.

მულტიბრენდული სერვის ცენტრიფილიალი #1

„სენა ავტო“  2006 წელს დაარსდა. კომპანია აერთიანებს ავტომომსახურებასა და სათადარიგო ავტონაწილების საწყობს. საავტომობილო სფეროში საქმიანობის 10-წლიანი გამოცდილება გააჩნია; ჰყავს კვალიფიციური გუნდი და აქვს ფართო, მოსახერხებელი ავტოსადგომი.

„სენა ავტო ჯგუფი“ ყოველწლიურად ზრუნავს ავტოტრანსპორტისა და ავტოსერვისის ასორტიმენტის განვითარებასა და მომსახურების ხარისხზე, რამაც 2016 წელს ავტომობილების გაყიდვისა და მომსახურების სფეროში ISO 90012008 ხარისხის მართვის საერთაშორისო სისტემის დანერგვა განაპირობა.

ტაქსი სენა

„სენა ავტოს“ ახალი  მომსახურება  –  „ტაქსი სენა“,  საგზაო ტრანსპორტით გადაადგილების მაღალი ხარისხი და მომსახურება  საქართველოს მასშტაბით. კომპანია მომხმარებლებს სთავაზობს მოწესრიგებულ, კომფორტულ, ახალ ავტომობილებს, ბენზინის ძრავით, მძღოლის საიდენტიფიკაციო ბარათით, კილომეტრაჟის მრიცხველითა და საბანკო ტერმინალით; ასევე − ინდივიდუალურ, კორპორაციულ და ტურისტულ მომსახურებას.